“გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო/ოდირი ამბობს, რომ დაგვიანდა ეს ყველაფერიო. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, არც კი და არც არა, ჩვენ გახსოვთ, რომ კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში.

დაახლოებით, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ, დიდად ჩვენ არც იმის პრობლემა გვაქვს, რომ იყოს ან არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით”

აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.