“სურვილის დაკმაყოფილებაც იყო, რომ ახალ წელს პრეზიდენტი ციხეში შეხვედროდა ” – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
“მისი გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იყო ერთგვარი ალბათ სურვილის დაკმაყოფილებაც, რომ ახალ წელს სიმბოლურად პრეზიდენტი სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედროდა. მისი რეაბილიტაციის პროცესი არ არის დასრულებული და ცხადია ისიც, რომ ასე ვთქვათ, უკეთეს სამედიცინო მომსახურებას ის ამ დაწესებულებაში ვერ მიიღებს.
ადამიანებს, მიუხედავად იმისა, არიან პატიმრები თუ არა, კონსტიტუციით გარანტირებული აქვთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც პატიმრობაში იმყოფებიან. ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს. მას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო ამ საკითხებს სამედიცინო მოსაზრების მიღმა წყვეტს პოლიტიკური მოტივებით”, – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.