”სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას” – ამის შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში წერს. სამხარაძემ მოძრაობა “სირცხვილიას” ბათუმის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში სამოქალაქო აქტივისტების განცხადება გააზიარა და “ოცნების” მხარდამჭერების ძალადობა წაახალისა. თუ რა “სურპრიზს” გულისხმობს სამხარაძე სამოქალაქო აქტივისიტს, გიგა მაქრააშვილისთვის, უცნობია.