სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებები მოქალაქეებს კანონიერად უსმენს.

“სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, ზედმეტი და სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო”,- ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-ის ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოამზადეს.

დოკუმენტებში წერია ჟურნალისტების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, NGO–ებისა და სხვა პროფესიის ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები.

ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა არაერთმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, მათ შორის, გიორგი მშვენიერაძემ.