სუს-ი უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის – კახა კალაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. ასე რომ, დამატებით, რაიმე სიახლეს ვერ ვიტყვი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს იმას, ვისი საჭიროებაც არის, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მე არ მაქვს ამის განცდა, რომ მისმენენ. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, მე არ მაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.