სუსის განცხადების შემდეგ „ალტ-ინფომ“ “ანტიმაიდნისთვის” ორგანიზაცია ჩამოაყალიბა

"ალტ ინფო" მოსკოვში, წითელ მოედანზე

პრორუსული, ანტილიბერალური, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, “ანტიმაიდნისთვის” ორგანიზაციას აყალიბებს.

22 სექტემბერს “ალტ ინფომ” განაცხადა, რომ  „ანტიმაიდანის მოძრაობა“  „პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად“ ყალიბდება.

  • აქვე შეგახსენებთ, რომ უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა და მასში გაწევრიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პატიმრობით ისჯება. კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, „უკანონო ფორმირება“ შეიძლება იყოს „ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი“ – ნებისმიერი ფორმირება, გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა.