„სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიას, უკვე დროა ამ ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, დაასრულოს. ამ ყველაფრის მაგალითი აიღოს აშშ-სგან და იმ პროგრესული იდეებისგან, რომელიც ევროპას მოეწოდება ვაშინგტონიდან იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ეს აღვირახსნილი ჩარევის მცდელობა საბოლოოდ აღიკვეთოს“,
ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.