ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან დაიწყო.

განახლებული რეგულაციის თანახმად, 93 ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ 60 დღით შეუძლიათ გაჩერება, სიაში საქართველოცაა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება ქვეყანაში მეტი უცხოელი ტურისტის მოზიდვას და მოგზაურობის ხელშეწყობას ემსახურება.