“სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. […] ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“,
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.