მთავრობის ადმინისტრაციის ინფორამაციით „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ლალიაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და ელჩად დანიშვნა მიულოცა.
„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია მთაავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკოლოზ ლალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, „ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი.