ტელეკომპანია “დოჟდმა“ ტელეწამყვანი უკრაინაში რუსი ჯარისკაცების დახმარების შესახებ ფრაზის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლა

ტელეკომპანია “დოჟდმა“ ( რუსეთში შეტანილია “უცხო ქვეყნის აგენტების” რეესტრში) გამოაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევთან, რომელმაც გუშინ პირდაპირი დროს  მაყურებელს მოუწოდა მიწერონ ტელეარხს  მობილიზაციის დროს არსებული დარღვევების შესახებ. მან ასევე თქვა, რომ არხი შეძლებს რუს სამხედროებს ფრონტზე აღჭურვილობით დაეხმაროს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ “დოჟდის” ხელმძღვანელობა მას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს”, – განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინა კოტრიკაძემ.

ხუთშაბათს საღამოს, გადაცემის – “აქ და ახლა” პირდაპირ ეთერში, კოროსტელევმა თქვა: “გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამ ბოტში. […] ვიმედოვნებთ, რომ  ჩვენ შევძელით ბევრ სამხედრო მოსამსახურეს დავხმარებოდით, მათ შორის მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ  ფრონტზე საჭირო კომფორტის ელემენტებით.”

პარასკევს ღამით ატეხილი  სკანდალის შემდეგ, ეს ფრაზა ეთერიდან ამოიღეს, ბოდიში მოიხადა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ (რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში შეტანილი). მან განაცხადა, რომ კოროსტელევის რეპლიკას ” შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია” და “ქმნის განცდას, რომ დოჟდი დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს”.

„ამ კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი: ტელეარხი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება დაკავებული რუსული არმიის აღჭურვით – ფრონტზე თუ მის ფარგლებს გარეთ“, – წერს ის თავის Telegram არხზე.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და „სამხედრო ფეიკების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესების შემდეგ, დოჟდის რედაქციამ ჯერ შეაჩერა მუშაობა, შემდეგ კი რუსეთი დატოვა. რუსეთში არხის ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაიბლოკა. ტელეარხი მაუწყებლობს რიგიდან, სტუდიები ასევე ფუნქციონირებს ამსტერდამში, თბილისში და პარიზში.

ტელეარხის მაუწყებლობა უკვე რამდენჯერმე გახდა ლატვიის მარეგულირებელი ორგანოს და ჩინოვნიკების  უკმაყოფილების მიზეზი.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხი 10 000 ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ანექსირებული ყირიმი მონიშნულია რუსული ტერიტორია  და სიტყვების –  “ჩვენი ჯარი” რუსულ არმიასთან მიმართებაში გამოყენებისთვის.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ეს უკვე მეორე დარღვევაა. სამი „სერიოზული დარღვევის“ შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია.

აგვისტოში ცნობილმა ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა მოუწოდა  ლატვიის ხელისუფლებას “დოჟდის“ ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში მუშაობა აეკრძალათ რიგის მერ მარტიშ სტაკისთან ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის ინტერვიუს გამო. რეჟისორის უკმაყოფილება  რიგაში საბჭოთა ძეგლების დანგრევის შესახებ კითხვებმა გამოიწვია. თუმცა, თავად მერმა განაცხადა, რომ „ინტერვიუ კორექტული იყო“.