ტელეკომპანია “იმედი” უკრაინული გამოცემაზე, Obozrevatel.com-ზე დაყრდნობით, ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საუბარია ჩაწერილი, ხოლო მეორეზე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარია ჩაწერილი.
გამოქვეყნებულ, ჩანაწერებს, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამეოხმაურა.
“უკიდურესი სირცხვილია, სერიოზული და რეპუტაციული მედია (ცხადია, იმედს არ ვგულისხმობ და არც მათ “წყაროს” უკრაინულ ობოზრევატელს) რომ რეკავს და უკანონო ჩანაწერზე, რომელიც ასევე უკანონოდ გამოქვეყნდა, სერიოზულ კითხვებს სვამს. თუნდაც მის ავთენტურობასთან დაკავშირებით. მერე გამოვლენ და მორალს წაიკითხავენ ჟურნალისტურ ეთიკაზე. სირცხვილია და დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა.”- წერს ნიკა გვარამია.