ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – ისრაელის პრეზიდენტი

ლიკვიდირებულ ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – შესაბამისი განცხადება,  ამის შესახებ, CNN-თან ინტერვიუში,  ისრაელის პრეზიდენტმა  იცხაკ ჰერცოგმა გააკეთა. გაკეთებული განცხადების დასტურად პრეზიდენტმა, პირდაპირ ეთერში ტერორისტის წიგნი აჩვენა, რომელშიც ახსნილია, თუ  როგორ უნდა შეიჭრას ისრაელში. წიგნში ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები.

“საქმე ეხება არა ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირებას, არც იუდაიზმისა და ისლამის დაპირისპირებას, არამედ საქმე ეხება კაცობრიობას – ბოროტები ვართ, თუ კეთილები”. – თქვა ჰერცოგმა ინტერვიუში.