“ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ ან სამხედრო წესების სტანდარტს. აქედან გამომდინარე მიმართა საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს, რაც სხვათა შორის მოლდოვას არ გაუკეთებია.

[…]

რა გავაკეთო, სანამ საშენოს არ ვიტყვი რამეს არ მომეშვები? მითხარი, პასუხი გაგეცი რამდენი ხანი ვილაპარაკო. არის განცხადება და ადამიანები ლაპარაკობენ უფრო მეტ განცხადებაზე, უფრო მეტი სიმწვავის შემოტანაზე. ამაზე მეტი სიმწვავე აღარ არსებობს”.

ამის შესახებ განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას ჰესის აფეთქებაზე.