ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სააღდგომოდ შეზღუდვები დრამატული და კატეგორიული არ იქნება.
მისივე თქმით, მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ელოდებიან.
„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როცა ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს.
რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს.
ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც გასულ წელს, იქნება აქტიური, სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები“, – განაცხადა ტიკარაძემ.