ატლანტის ოკეანეში იწვის გემი, სადაც 1000-ზე მეტი Porsche-ს მარკის ავტომობილია. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გემი აშშ-ს მიმართულებით მიცურავდა რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა ხოლო ეკიპაჟის 25-მდე წევრმა სამაშველო ნავით ხომალდის დატოვება მოახერხა.
ბორტზე ათასობით ავტომობილითა შორის არის 1 100-მდე Porsche-ს, 4 000-მდე Volkswagen-ის და 200 Bentley-ის მარკის ავტომობილი.
Porsche-მ დაადასტურა რომ გემზე მათი წარმოებული მანქანებია და მომხდარზე მანქანის მყიდველებს უკვე აცნობეს.