ტოკაევმა ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და თანამდებობა შეინარჩუნა

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნურლან აბდიროვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 68%-ს გადააჭარბა.მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ხმა ყაზახეთის დაახლოებით 6,45 მილიონმა მოქალაქემ მისცა, რაც 80%–ზე მეტია.

საპრეზიდენტო არჩევნებში  ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. ტოკაევის კონკურენტებმა ხმების 2-3% მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შეთავაზებით თავად  ტოკაევი გამოვიდა. მანამდე მან ხელი მოაწერა კანონს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გაზრდისა და პრეზიდენტის ხელახალი არჩევის შეუძლებლობის შესახებ. ტოკაევის ახალი უფლებამოსილების ვადა შვიდი წელი უნდა იყოს.

2019 წლის 9 ივნისს ტოკაევმა  ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70,96%-ით გაიმარჯვა. იმ დროს პოლიტოლოგები თვლიდნენ, რომ ტოკაევი იყო ნურსულთან ნაზარბაევის პროტეჟე, რომელიც 28 წლის განმავლობაში ყაზახეთის მმართველი იყო.

თუმცა, 2022 წლის იანვარში ყაზახეთში გამართული აქციების შემდეგ, ტოკაევმა ნაზარბაევის ოჯახის წინააღმდეგ გამოვიდა.

ზაფხულში ტოკაევმა, პუტინის თანდასწრებით, უარი თქვა ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლეგიტიმურობის აღიარებაზე.