ტომ ჰენქსმა ცოლი აგრესიული ფანატისგან ფიზიკურად დაიცვა(ვიდეო)

ამერიკლმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა მისი ცოლი, რიტა უილსონი ნიუ იორკში აგრესიული ფანატებისგან დაიცვა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ტომი ცოლთან და რამდენიმე მცველთან ერთად ნიუ იორკში რესტორნიდან გამოდიოდა, როცა მათ მეტისმეტად აღგზნებული ფანები შემოეხვივნენ. ისინი ჰენქსთან მიახლოებას იმდენად დაჟინებით ცდილობდნენ, რომ ერთ–ერთმა კინაღამ მისი  ცოლი წააქცია, რაზეც ტომ ჰენქსს მძაფრი რეაქცია ჰქონდა.

როგორც წესი, ტომ ჰენქსი ძალიან მშვიდი ადამიანია და ხმას იშვიათად უწევს. მისმა გაცხარებამ როგორც ჩანს, ფანებიც დააბნია, ინციდენტის ინიციატორმა კი ბოდიშიც მოიხადა.

“ჩემი ცოლი! კინაღამ წააქციე! მოშორდი აქედან!“– დაიყვირა ჰენქსმა.