ტრაგედია არც ქართული ოცნების პროექტის მხარდაჭერაა – ხვიჩია ამნისტიაზე

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტრაგედია არც ქართული ოცნების პროექტის მხარდაჭერაა”- ამის შესახებ,  გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ხელისუფლების ამნისტიის კანონპროექტს გამოეხმაურა.

“მე გუშინ რასაც მოვუსმინე და ვესწრებოდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტრაგედია არც ქართული ოცნების პროექტის მხარდაჭერაა, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის პროექტს მართლა კარგად ვერ გავიგე, გუშინ დიდი ხანი ვცადე მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე. კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ, იმიტომ, რომ განსხვავებასაც კი ვერ ვხედავ. ფიზიკურად მგონია, კონფლიქტი რომ არსებობდეს და ვიღაცა იყოს გამარჯვებული, მხოლოდ ამისთვის არსებობს ეს დისპუტი და სინამდვილეში არაფერს არ აფუჭებს არც ერთი და არც მეორე ვერსია, ეგეთი წარმოდგენა დამრჩა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.