დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ჩიტლიმ ამ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის შეცდომები დაასახელა.
გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
22 ივლისს, ჩიტლის, გამოსვლისას, კონგრესმენებმა ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვეს. მან 13 ივლისს მომხდარ ფაქტს საიდუმლო სამსახურის “ბოლო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა” უწოდა. ამასთანავე მან თქვა, რომ მომხდარით საიდუმლო სამსახურმა მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა მიუხედავად კონგრესმენების მოწოდებებისა მის მიმართ, თანამდებობა დაეტოვებინა, აღნიშნა, რომ “საკუთარ თავს საუკეთესო ხელმძღვანელად მიიჩნევს”.
კიმბერლი ჩიტლი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს წარადგინა. ბაიდენმა ჩიტლის წარდგენაზე თქვა, რომ ის და მისი ოჯახი მის განსჯას და რჩევებს სრულად ენდობა. კიმბერლი ჩიტლი უსაფრთხოების სამსახურში სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა.