„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,
ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით ელისაშვილი, გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.