ილონ მასკმა, რომელმაც სოციალური ქსელი Twitter ოქტომბერში შეიძინა, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვიტავს, განბლოკოს თუ არა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში.
“[კომიკოსი] კეტი გრიფინის, [ფსიქოლოგი] ჯორდენ პიტერსონის და [სატირული საიტი] Babylon Bee-ს ანგარიშები აღდგა. ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – დაწერა მასკმა.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ “Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის თავისუფლება და არა წვდომის თავისუფლება”.