მედიაში ბევრი საუბარია უკრაინელების ფრონტის ხაზებზე გასაშვებად ჯარში გაწვევის ასაკის შემცირებაზე. ყურადღება უნდა მივაქციოთ არსებულ ბრიგადებს და პერსონალის წვრთნას აღჭურვილობის გამოსაყენებლად. აღჭურვილობისა და წვრთნის ნაკლებობა ჯარისკაცთა ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ.

პრიორიტეტი უნდა იყოს რაკეტების მიწოდება და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება და არა უკრაინის გაწვევის ასაკი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი – ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. პარიზში შეხვედრის დროს ყურადღება სწორედ ამაზე გავამახვილეთ და ძალიან პროდუქტიული საუბარი იყო. ხელახლა ვიმეორებ ჩემს მადლიერებას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ მისი ორგანიზებისთვის და ასევე ჩემს ღრმა მადლიერებს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მისი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი დამუშავებული იყოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა ნამდვილად მდგრადი იქნება.

ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა, დიად რაღაცებს მიაღწიოს – რაღაცებს, რისთვისაც სხვებს არ მიუღწევიათ. ამ ომის დასრულებაში წარმატების მისაღწევად, ერთობა გვჭირდება – ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველას ერთობა, ვისთვისაც უსაფრთხოება ძვირფასია – ასევე, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები.

პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი და, შესაძლოა, ჩინეთის, ეშინია. ეს სიმართლეა – მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მიიყვანოს და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველყოს.

მართებული საერთაშორისო წესრიგის აღსადგენად ქმედება ახლა არის საჭირო.

წერს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.