შეერტებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა The Guardian აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.
ასევე წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.