“ტურიზმის შეჩერება ამ ზაფხულის სეზონზე დიდ დარტყმას გამოიწვევს”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო-სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, ჩვენზე უფრო მდიდარ ქვეყნებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად, ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ.” – განაცხადა თურნავამ.