უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. უკრაინამ 7 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორისაა ხუთი თვის ორსული სამხედრო.
“ეს გაცვლა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთ-ერთი სამხედრო ხუთი თვის ორსულია”. – წერს ვერეშჩუკი.