ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან – მეუფე იაკობი პანსიონის აღსაზრდელებზე

“ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან”- ნინოწმინდის პანსიონის ახალი დირექტორის,მეუფე იაკობის თქმით,პანსნიონის აღსაზრდელები გაუცხოებულები არიან, რაც “2 თვიანი ტყვეობის” ბრალია.

“დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე 2 თვე. იმან იმოქმედა 2 თვე რომ ტყვეობაში იყვნენ. თქვენ არ გაბრალებთ იმ ტყვეობას, თქვენ გაინტერესებდათ იყავით, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან” – ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის,  სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონი ცოტახნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ ბავშვებთან შეხვედრებს გააგრძელებს.

”ეს იყო გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები. დღეს მთავარი დანიშნულება ბავშვების გაცნობა და მათთან კონტაქტში შესვლა იყო. გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში მოსაწესრიგებელი. სრული მზაობა დავინახე, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული” – ამბობს ნინო ლომჯარია.