საქაერონავიგაცია უარყოფს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს დასაფრენ ბილიკზე შეექმნა. გერმანულმა Spiegel-მა დაწერა, რომ სამთავრობო თვითმფრინავი თბილისში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა.
“დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული – ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება” – აცხადებს საქაერონავიგაცია.