პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია და კახა კალაძე ერთმანეთს შეხვდნენ.
“თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჭორები რაც ვრცელდება ამასთან დაკავშირებით ცალსახად უნდა უარვყოთ. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი. ეს სავარაუდოდ ხდება მიზანმიმართულად და თუ ვის ინტერესებში შეიძლება იყოს, თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ. [გახარია-კალაძის შეხვედრა] არის სრული სიცრუე და ტყუილი”,– ამბობს ის TV პირველთან საუბრისას.
ხოჯევანიშვილის აზრით, მათ ნებისმიერ კანდიდატს, ნებისმიერ ქალაქში გამარჯვების შანსი მაღალი ექნება.
ცნობისთვის, გახარიას პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.