უახლოეს დღეებში პუტინთან მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციაზე ვისაუბრებ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონის თქმით 2-3 დღეში ვლადიმერ პუტინთან მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისაუბრებს.

„დღეს მე მარიუპოლის მერთან კონკრეტული დისკუსია მქონდა. ჩვენ ვაერთიანებთ მოქმედებებს და დავიწყებთ მოლაპარაკებების პროცესს რუსეთთან“, – განაცხადა მაკრონმა.