პროცესი არის ძალიან ჯანსაღი – ანუ თავისუფალი სამყარო, შეერთებული შტატები ყველგან მსოფლიოში, იმ სტრუქტურებს, იმ ადამიანებს ავიწროებს, ვინც პუტინის ბოროტების იმპერიას ემსახურება, ეხმარება. ჩვენი პოლიტიკური უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანების რიცხვში არის ის ხალხი, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენს და პერსონალურად დაკავშირებულია, დაახლოებულია ივანიშვილთან. უბრალოდ მაღალი თანამდებობა კი არ ეკავა წარსულში – ახლაც ამ პოლიტიკური მანქანის საკვანძო ნაწილია.
განაცხადა ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.