ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
- დაირღვა კონვენციის მე-მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
- დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
- არ დარღვეულა მე-5 მუხლის პირველი პუნქტი 2014 წლის 4 ივლისისა და 2015 წლის 15 მარტის ბრძანებებში პატიმრობის განსაზღვრული ვადის არარსებობის გამო;
- დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება)
- არ დარღვეულა მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლთან მიმართებაში.
2013 წელს პროკურატურამ იმჟამინდელი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღძრა, მათ შორის თბილსერვის ჯგუფისა და თბილისის განვითარების ფონდის საქმეებზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას ფულის გათეთრების საქმეზე წინასწარი პატიმრობა 2014 წლის ივლისის დასაწყისში შეუფარდა. პატიმრობის 9-თვიანი ვადა 2015 წლის აპრილში იწურებოდა, 16 მარტს კი სასამართლომ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. წინა დღეს პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც რომელიც 2007 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევას უკავშირდება.
ტრასბურგის სასამართლოეს წარმოებაში აქვს გიგი უგულავას კიდევ ერთი სარჩელი. 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი მას ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა.
გადაწყვეტილება შალვა თადუმაძემ მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.