უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი ჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმიანება.
“უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი ჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით!
ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას! არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას, პროფესიონალიზმში და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია! მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.