“ამას წინათ გადავაწყდი პუბლიკაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თანამდებობას უკვე 15 წელია ვიკავებ და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დიდხანს ვარ. ვიფიქრე, რომ ეს ბევრია და გადავწყვიტე თქვენი აზრი გავიგო. მოგვიანებით გავიგე, რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ – წინა რეკორდი, როგორც ირკვევა, 27 წელს შეადგენს. ამიტომაც მეტს ვიტყვი: რეკორდის მოხსნაზე წასვლა გადავწყვიტე. ვნახოთ, იქნებ შევძლო.

სინამდვილეში, უბრალოდ ასე წასვლის, რა თქმა უნდა, უფლება არ მაქვს. და ამ ნდობის გამართლება – ჩემი წმინდა მოვალეობაა. წასვლა შემიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხს და რუსეთის პრეზიდენტს ვკითხავ. ამიტომაც უვადო შვებულებაზე საუბრებს მომავლისთვის გადავდებ. ამჟამად ყოველწლიურ შვებულებასაც არ ავიღებ”

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თავის ნათქვამს ცვლის და ამბობს, რომ “უვადო შვებულებას” გადადებს.