“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის“–გენერალი ჰოჯესი მელიას დაკავებაზე

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავების შესახებ ტვიტერზე წერს:

“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით ხეირობს არიან კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი უახლოესი გარემოცვა. არაფერი კარგი ამაში საქართველოსთვის არ არის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. იმედი მაქვს პრეზიდენტი ბაიდენი მკაცრ განცხადებას გააკეთებს ამ საკითხზე. კრემლი გვიყურებს.“– წერს ბენ ჰოჯესი.

 

ბენ ჰოჯესის სტატუსს ზიგამანტას პავილიონისიც აზიარებს და კომენტარს ურთავს:

“ახლა დემოკრატიული დასავლეთი უნდა მობილიზდეს, ბენ. თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ყველა მეგობარი ახლა ძალიან ჩართული უნდა იყოს საქმეში.“