აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის ნედ პრაისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს.
“ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,” – განაცხადა პრაისმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, რის შემდეგაც დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა, შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა.