უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკანასკნელ 24 საათში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 46 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.