უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება – ოკუპანტები ტახტისძირთან კვლავ გამოჩნდნენ

უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება – ოკუპანტები ტახტისძირთან კვლავ გამოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა  2 დღის წინ, 20 აპრილს, დაწყებული უკანონო ბორდერიზაცია  გააგრძელეს. მათ  ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან 500 მეტრის სიგრძეზე, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაამონტაჟეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.