უკაცრავად, ბატონო კახი, თქვენ სად იყავით 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ? – ვატო სურგულაძე

“უზრდელობაზე გადასვლა და ყოფილ „ნაცგუნდს“ რომ იძახის, უკაცრავად, მაგრამ ბატონო, კახი თქვენ სად იყავით 2007 წელის 7 ნოემბრის შემდეგ? ვისთან შეკარით კომპანია? ” – ამის შესახებ საკრებულოში პარტია „ლელოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის,  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კახა კალაძე აცხადებს, რომ „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

“როგორ შეიძლება სულ ვიღაცას, რაღაცა დააბრალო. ვინ აირჩიეს, კომპანია, რომელიც „გუთენთრაკენის“ სტანდარტებით მუშაობს? [კალაძე] რომ ამბობს: „იქ დარჩებითო“, ზუსტად, ისინი დარჩებიან „იქ“. არც უნდათ იქიდან გამოსვლა, რაც ქალაქის მერმა იგულისხმა, ზუსტად, „გუთენთრაკენის“ სტანდარტებში დარჩებიან.

საქმე იმაშია, რომ ტექნიკურ საქმეს ვერ აკეთებენ, ვერ აკონტროლებენ. ვითომ დიდი პროექტები: ვაკის პარკი – ბავშვი მოვკალით? დღემდე არ არის გაკეთებული. ისეთი კომპანია აირჩიეს, რომლის არჩევაც არ შეიძლებოდა და აქაც ისევ ვიღაცას გადააბრალეს, იმის ნაცვლად, რომ ვიცე-მერს პოსტი დაეტოვებინა ან ციხეში ჩამჯდარიყო. გლდანის გზას 3 წელი რომ აკეთებდნენ, პირველ წვიმაზე ჩამოეშალათ. რომელი პროექტი გააკეთეს დროულად , ხარისხიანად? ვის ეტრაბახება? რა განვითარება, უგემოვნო , უხარისხო განვითარება?.[…]უზრდელობაზე გადასვლა და ყოფილ „ნაცგუნდს“ რომ იძახის, უკაცრავად, მაგრამ ბატონო, კახი თქვენ სად იყავით 2007 წელის 7 ნოემბრის შემდეგ? ვისთან შეკარით კომპანია? „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელთან რომ შექმნა კომპანია.

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და სასამართლოში შეხვდებიან. ახლა თუ არ შეხვდებიან, ჯობია 27 ოქტომბერს ბილეთი აიღოს“, – განაცხადა სურგულაძემ.