“უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! – ბოკერია გახარიას”- ასე მიმართა პრემიერ გიორგი გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
“უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით ბატონო პრემიერო რამდენიმე თვეში?! არ ვარ დარწმუნებული. შეგვეჯიბრეთ კიბატონო რომ გადახვალთ შეგვეჯიბრთ. ხმა არ ამოგიღიათ ამ რეიტინგზე. ტყუილებს რაც შეეხება, კარგია რომ აღიარეთ რომ უტიფრად ატყუებდით მოქალაქეებს. მე ამ ფურცლებს დაგიტოვებთ და მოკითხეთ თქვენს გუნდს ვინ ჩაგაყენათ ამ სამარცხვინო მდგომარეობაში რეიტინგებში. რაც შეეხება გადასახადებს დაწევას. რას მეუბნებით 2016 ში რა ზომისაც იყო სახელმწიფო თქვენი დიდებული თავრობის დროს იმ ზომის ქვეყანა ვერ ფუნქციონირებდა რა ბიუჯეტიც 2016 ში იყო? რატო ვერ შეამცირებთ გადასახდებს? რა სისულელეა ეს 2016 ში რა ზომაზეც იყავით იმ ზომაზე დაჯექით და ხალხს ტვირთი შეუმცირეთ. მილიარდიანი დახმარების შოვნის იმედიც არ გაქვთ? კიდე ერთხელ გეკითხებით რატომ გგონიათ საკუთარი თავები საშუალო საქართველოს მოქალაქეზე ჭკვიანი თავები? რატომ გგონიათ უკეთ იცით ჩვეულებრივმა მოქალაქემ რაზე დახარჯოს თქვენი კი არა ტავისი ფული? სამსახურს რო ვერ იშოვის იმ საპენსიო ფონდში ფულს როგორ დააგროვებს დღეს თუ ვერ გადარჩაა? “- განაცხადა ბოკერიამ