“უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში” – ლილუაშვილი კითხვაზე, ემუქრება თუ არა სანქციები

“უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში” – ასე პასუხობს,  სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი  ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა თავად,  რომ ემუქრება სანქციები:

“არა მგონია, რომ მემუქრებოდეს, უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება“, – ამბობს ლილუაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.