24 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, გაერო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, 1 209 976 ლტოლვილიდან ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, სხვები კი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.
გავრცელებული ცნობით, უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა ომის დაწყებიდან პირველივე კვირაში დატოვა.