უკრაინა აშშ-ს ნებართვას სთხოვს, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის – The Washington Post.

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებართვა სთხოვა, გამოიყენოს ATACMS-ები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებისთვის, – წერს ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონტროლი კურსკის ოლქის ტერიტორიებზე, რაც უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს მისცემს.

მანამდე პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ამერიკული იარაღით დარტყმებს რუსეთში, მაგრამ აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენები აუცილებელია უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად და ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

უკრაინელები აგრძელებენ იერიშს, რუსეთში კურსკის ოლქზე. გასული ღამის განმავლობაში საზღვრისპირა და საზღვრის მახლობლად მდებარე ოლქებზე იერიშები უკრაინელებმა იერიში. ერთ-ერთი სამიზნე, ლიპეტსკის ოლქში, მდებარე “სირსკოეს” სამხედრო აეროდრომი იყო, რომელსაც იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

ოლქის გუბერანტორი, იგორ არტამონოვი, ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები, აეროდრომზე იერიშის შედეგად, დაზიანდა თუ არა რუსული ავიაცია.

ამასთანავე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სულ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 75 დრონი ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, აქედან 26 უვნებელყვეს ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კურსკის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 4 – ვორონეჟის ოლქში, 1 კი – ორიოლის ოლქში. ამას გარდა, ირწმუნებიან, რომ 5 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 8 კი – შავი ზღვის აკვატორიაში, სადაც, მათივე მტკიცებით, გაანადგურეს 7 უპილოტო კატერიც.