უკრაინა კასეტურ ბომბებს თავდაცვისთვის იყენებს, რუსეთი თავდასხმისთვის – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი განმარტავს, ზოგიერთი მოკავშირე კასეტური ბომბების აკრძალვაზე თანხმდება, ზოგიერთი კი ვერა.   სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს “არ აქვს პოზიცია” უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემასთან დაკავშირებით.

  • “ეს თავად უნდა გადაწყვიტონ სახელმწიფოებმა და არა NATO-მ”, – ამბობს სტოლტენბერგი. 

მისივე თქმით, ახლა მსოფლიო ბრუტალური ომის წინაშე დგას, ამ ბრუტალურ ომში კი ორივე მხარე იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალებს, მათ შორის ის განსხვავებაა, რომ რუსეთი მას თავდასხმისთვის იყენებს, ხოლო უკრაინა თავდაცვისთვის.