უკრაინა კურსკის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და საევაკუაციო დერეფნების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
“ჩვენი სამხედრო გეგმაა, გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის მიმართულებით”, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე.
უკრაინას სურს, აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, როგორიცაა წითელი ჯვარი და გაერო.
“ბუფერულ ზონებში საკვების, წამლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სხვა საჭირო ნივთების მიწოდება უნდა ხდებოდეს” – ამბობს უკრაინის ადამიანთა უფლებების კომისარი, დმიტრო ლუბინეცი