უკრაინა მოუწოდებს ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, რუსებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერონ. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
“მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა ამას მოითხოვს. რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან მათ პატივისცემას.” – წერს კულება.