„დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის; რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“,
ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.