„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია”,– ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მას მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა და მიმართა: “მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო”.
„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა მომთმენია, ეს სიბრძნეა. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი მოთმენა აისახება იმაზე, რომ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს და თავი ძალიან ღირსეულად გვიჭირავს, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა, – განაცხადა ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.