უკრაინა რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? იქ იბრძვის – განაცხადა ამის შესახებ, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, ხალხის ძალისწევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მამუკა გაწერელიაზე, რომელსაც რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
“უკრაინაში ბრძოლობს ეს ადამიანი და უკრაინის ხელისუფლება რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? თქვენ კარგად იცით, რომ ეს საკითხი არის ისეთი საკითხი, რომელიც არაერთხელ იქნა განხილულ. ამიტომ ასეთ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხები არ იქნება ჩვენი მხრიდან. ის, რომ ჩვენ სამხედრო ინტერვენციაში არ ჩავერთვებით უკრაინაში, ეს დადასტურებულია. ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წერების მხრიდანაა დადასტურებული, რომ ისინი არ აპირებენ სამხედრო ინტერვენციაში ჩაერთონ უკრაინაში და თქვენ გინდათ, ასეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და ასევე, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული, რომ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ და ეს არ იქნება”- თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.