„ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, დარტყმების განხორციელებას Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით გეგმავს.[…] სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“,
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.